აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება.
„ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული დათმობის გაკეთება იმ პასუხში, რომელიც ირანს კონფლიქტის დასრულების შესახებ მათ ბოლოდროინდელ წინადადებებზე გაუგზავნეს. საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან კომპრომისის არარსებობა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას გამოიწვევს.
The post დონალდ ტრამპი – ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება appeared first on .