ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის გირაოს თანხის სრული ოდენობა, 140 მილიონი გრივნა, შეტანილია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვინ და რა რაოდენობის თანხა შეიტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, უცნობია. სასამართლომ განმარტა, რომ ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან დღეს უნდა გაათავისუფლონ. ცნობისთვის, 14 მაისს, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 140 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით. ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გირაოს თანხა არ ჰქონდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ მის გადახდაში ნაცნობები და მეგობრები დაეხმარებოდნენ. The post ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →