სიახლე

ჯაშუშობაზე რომ დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა!” – რას ჰყვება მერაბ შარიქაძე

GuriaNews

“მსოფლიო რაგბისა” და WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) გადაწყვეტილებით, “რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში” მონაწილეობის გამო, ექვსმა ქართველმა მორაგბემ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღო. ყველაზე მკაცრად დაისაჯა “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ­ შარიქაძე, რომელსაც 11 წლით აეკრძალა რაგბის თამაში. საქმე ეხება “სინჯის ჩანაცვლების” 2022 წლის შემთხვევას, როცა შარიქაძემ, დოპინგ-ტესტისთვის ჩასაბარებლად […] The post ჯაშუშობაზე რომ დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა!” – რას ჰყვება მერაბ შარიქაძე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

“მსოფლიო რაგბისა” და WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) გადაწყვეტილებით, “რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში” მონაწილეობის გამო, ექვსმა ქართველმა მორაგბემ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღო. ყველაზე მკაცრად დაისაჯა “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ­ შარიქაძე, რომელსაც 11 წლით აეკრძალა რაგბის თამაში. საქმე ეხება “სინჯის ჩანაცვლების” 2022 წლის შემთხვევას, როცა შარიქაძემ, დოპინგ-ტესტისთვის ჩასაბარებლად თანაგუნდელს თავისი შარდი გაატანა. გადაწყვეტილების გასაჩივრება რომ გავბედე, უპრეცედენტო დისკვალიფიკაცია ამის ბრალიაო – დარწმუნებულია “ბუკა” შარიქაძე. 33 წლის მორაგბეს ეროვნული ნაკრების მაისურით 104 მატჩი უთამაშია. აქედან ზუსტად ნახევარი (52 შეხვედრა) – კაპიტნის რანგში, რაც სარეკორდოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში. გასული წლის ნოემბერში, რაგბიდან მოკვეთილმა მერაბ შარიქაძემ სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა შერეული ორთაბრძოლების ქართული ორგანიზაცია RKENA-ს ეგიდით და პოლონელი პატრიკ კონტნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დანარჩენი – ექსკლუზიურ ინტერვიუში:

– 11-წლიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად ბოლო დღეებში გავრცელდა, თორემ ჩვენ, თითქმის ორი თვეა, ვიცით. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, როცა პირველად ვილაპარაკე ამ თემაზე, ვთქვი – სასჯელის ვადას კიდევ უფრო გაზრდიან-მეთქი. ამის თქმის საფუძველს მათი ცინიკური დამოკიდებულება მაძლევდა.

მთლად 11 წელს არ ველოდი, მაგრამ რეალურად, არც აქვს მნიშვნელობა, რაგბის თამაშს ექვსი წლით ამიკრძალავდნენ, თუ რვა ან თერთმეტი წლით – 2024 წლიდან უკვე შეგუებული ვარ, რომ ჩემთვის სარაგბო კარიერა დამთავრდა… არასდროს მითქვამს – დამნაშავე არ ვარ-მეთქი, ძალიან დიდ სისულელეში მოვყევი, მაგრამ ასეთ არაადეკვატურ სასჯელს არ ვიმსახურებ. ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება ამ ამბავში მე გამომიყვანო ყველაზე დიდ დამნაშავედ?!

– ფაქტია – ყველაზე მკაცრად სწორედ შენ დაგსაჯეს…

– მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, საბაბი ხომ ყველა საქმეს აქვს? მეც რომ მქონოდა ნებისმიერი სახის ინტერესი, მოტივი ან სარგებელი, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი “დანაშაული” მხოლოდ ის არის, რომ მეგობრებს დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი. მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს იმდენად გაუმართავი სისტემა ჰქონდა, ვერც გავაცნობიერე, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, რომ ასეთი სისულელის ნაწილი ვხდებოდი… იმ მომენტში მეგობრებს ვერ დავაღალატებდი, მაგრამ… სამაგიეროდ, მოგვიანებით, თვითონ დავრჩი გაწბილებული – ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე, სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან მივიღე “ზურგში დანა”. სპორტში გაცილებით უარესი რაღაცები მომხდარა, ხალხს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას უმტკიცებენ და ერთი წლით, მაქსიმუმ – წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, მე კი… ლამის უვადო დისკვალიფიკაცია მომცეს შარდის სხვისთვის მიცემისთვის. დარღვევისთვის, რაც არ კონტროლდებოდა – ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული!

– რას გულისხმობ?

– “მსოფლიო რაგბი” და WADA საქმეს ისე ხატავენ, თითქოს დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ – იმას კი აღარ კითხულობენ, ქვეკონტრაქტორები, მათი თანამშრომლები თუ ასრულებდნენ საქმეს ჯეროვნად? ის ადამიანები, ვისაც დოპინგ-ტესტების აღება ევალებოდათ, ხომ პირდაპირ მათი დაქირავებული თანამშრომლები იყვნენ – მოვალეობა კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინათ, ასეთი რაღაცის გაკეთებას ვინ გაბედავდა?!

განაგრძეთ კითხვა

The post ჯაშუშობაზე რომ დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა!” – რას ჰყვება მერაბ შარიქაძე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი