სიახლე
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
მედიაცენტრი
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.