,,ევროპელი პარტნიორები უნდა შეუერთდნენ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში” – სკოტ ბესენტი
პარიზში „დიდი შვიდეულის“ ფინანსური ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კონფერენციაზე აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ „სრული ძალით უნდა დაუჭირონ მხარი“. „ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში, მისი ფიქტიური და ფარული კომპანიების გამოაშკარავებით, საბანკო ფილიალების დახურვით და მისი მარიონეტების მოშორებით. ეს მოითხოვს, რომ ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში აღმოფხვრათ ირანის ჩრდილოვანი საბანკო ქსელები“, – განაცხადა ბესენტმა. მისი თქმით, ყველაზე ეფექტური მკაცრი და მიზანმიმართული სანქციებია, თუმცა მათი დიდი ხნის განმავლობაში ძალაში დარჩენამ შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. The post ,,ევროპელი პარტნიორები უნდა შეუერთდნენ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში” – სკოტ ბესენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →