სიახლე

სეს-მა აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

GuriaNews

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. “იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე ი. ს. (მისამართი: […] The post სეს-მა აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

“იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე ი. ს. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის ჩიხი-1, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) და ფიზიკური პირი დ. გ. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის N1) ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.

2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

The post სეს-მა აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი