სიახლე

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას პატიმრობა მიუსაჯა — ცნობილია სასჯელის ვადები

GuriaNews

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს რეალური პატიმრობა შეეფარდა. განაჩენის მიხედვით, სასჯელის ვადები ასე გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილი: მოსამართლემ ბრალდება (339-ე მუხლი) 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა და სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მურთაზ […] The post სასამართლომ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას პატიმრობა მიუსაჯა — ცნობილია სასჯელის ვადები appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს რეალური პატიმრობა შეეფარდა.

განაჩენის მიხედვით, სასჯელის ვადები ასე გადანაწილდა:

ლევან ხაბეიშვილი: მოსამართლემ ბრალდება (339-ე მუხლი) 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა და სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მურთაზ ზოდელავა: ყოფილ გენერალურ პროკურორს სასჯელის სახედ 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ.

The post სასამართლომ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას პატიმრობა მიუსაჯა — ცნობილია სასჯელის ვადები appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი