თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორუფციული სქემა გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ორი საჯარო მოხელე: სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და ამავე უწყების მთავარი სპეციალისტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში დახმარებასა და მფარველობას ჰპირდებოდნენ, რის სანაცვლოდაც მათ ქრთამი აიღეს. უწყების ცნობით, უკვე მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ხოლო თავად ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
The post ტურისტული კემპინგის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ — საგამოძიებო სამსახურმა თეთრიწყაროში მერიის მაღალჩინოსნები დააკავა appeared first on გურია ნიუსი.