ვალია ვანიშვილი ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალეს
ოკუპირებულ ხურვალეთში, ვალია ვანიშვილი დაკრძალეს. ის 17 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სახლი მან და მისმა მეუღლემ, დათა ვანიშვილმა, ოკუპაციის მიუხედავად არ მიატოვეს. სამძიმარზე დღს მხოლოდ ოჯახის 2 ახლობელიშეუშვეს. ვალია ვანიშვილის მეუღლე, დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ სახლი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ე.წ. საზღვარი უნდა გაევლოთ და სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცეოდა. დათა და ვალია ვანიშვილებმა სახლის დატოვებაზე უარი თქვეს და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში, მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობდნენ. The post ვალია ვანიშვილი ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →