სიახლე
ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მედიაცენტრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მურთაზ ზოდელავას კი სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ. The post ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.