თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს მორიგი რეპეტიცია, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობს. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გაივლიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. 26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.… The post თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →