სიახლე

კახეთში ცივ-გომბორის ახალი ეროვნული პარკი და სიღნაღის აღკვეთილი იქმნება – სად გაივლის საზღვრები?

GuriaNews

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”. კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. ახალი გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონში მასშტაბური დაცული სივრცეები გაჩნდება: ცივ-გომბორის ეროვნული პარკი: მოიცავს 21 761 ჰექტარს საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. სიღნაღის აღკვეთილი: შეიქმნება 554 ჰექტარ […] The post კახეთში ცივ-გომბორის ახალი ეროვნული პარკი და სიღნაღის აღკვეთილი იქმნება – სად გაივლის საზღვრები? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”. კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ახალი გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონში მასშტაბური დაცული სივრცეები გაჩნდება:

 ცივ-გომბორის ეროვნული პარკი: მოიცავს 21 761 ჰექტარს საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 სიღნაღის აღკვეთილი: შეიქმნება 554 ჰექტარ ფართობზე.

ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი: გადაინაწილებს 17 562 ჰექტარს.

მომხსენებლის განმარტებით, ეროვნულ პარკსა და სიღნაღის აღკვეთილს „დაცული ტერიტორიების სააგენტო” უხელმძღვანელებს, ხოლო დაცული ლანდშაფტის მართვა, დელეგირებული უფლებამოსილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

აღნიშნული ტერიტორია მდიდარია არა მხოლოდ უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემით, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რის სათანადო დაცვასა და ტურისტულ განვითარებასაც ახალი სტატუსი უზრუნველყოფს.

The post კახეთში ცივ-გომბორის ახალი ეროვნული პარკი და სიღნაღის აღკვეთილი იქმნება – სად გაივლის საზღვრები? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი