სომხეთისთვის ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ერევანში ამ მოვლენას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში „უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას“ უწოდებენ და პარტნიორობისთვის თურქეთსა და საქართველოს მადლობას უხდიან.
ახალქალაქი-ყარსის მარშრუტის ამოქმედებით, სომხეთმა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროკავშირთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი დაამყარა,_ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ერევნის სტრატეგიული გეგმით, უახლოეს მომავალში, TRIPP-ի რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, იგეგმება სომხეთი-თურქეთის, სომხეთი-აზერბაიჯანის და ნახიჩევანის გავლით სომხეთი-ირანის სარკინიგზო ხაზების გახსნაც.
ამ დროისთვის სომხეთი უკვე სარგებლობს სარკინიგზო კავშირით რუსეთთან (საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით), ხოლო რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიების გამოყენებით — ჩინეთთან. ახალი შეთანხმება კი ქვეყანას დასავლეთის მიმართულებას უხსნის”,_ წერს ფაშინიანი.
ფაშინიანი თქმით, ერევანში დარწმუნებულები არიან, რომ TRIPP-ի პროექტის რეალიზაცია სამხრეთ კავკასიას გლობალურ სატრანსპორტო ჰაბად აქცევს.
The post ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა appeared first on გურია ნიუსი.