ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ოსურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან 35 კმ-ში ნახეს.
კონკრეტულად, რა ადგილზე აღმოჩნდა ცხედარი, არ ასახელებენ. ჯავის რაიონის სოფელ ზღუბირიდან ცხინვალამდე 30-35 კმ-ია. არსებობს ცნობები, რომ სამძებრო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, კაშხალთან დასრულდა.
The post ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს appeared first on გურია ნიუსი.