სიახლე
რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ აქცია-მსვლელობა იმართება
მედიაცენტრი
რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება. მსვლელობაში, პაციენტების მშობლები და ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ვინც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას უჭერს მხარს. მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერიანი ბანერებით მიემართებიან. მშობლების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან, გააგონონ ხმა ხელისუფლებას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. The post რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ აქცია-მსვლელობა იმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.