სიახლე
ბოდბეში, ექსკურსიაზე 12 წლის გოგონა დაშავდა
მედიაცენტრი
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. მოზარდი ექსკურსიაზე პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა, შემოღობილ ადგილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და თავი სავარაუდოდ, ქვას დაარტყა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განმარტებით, მოზარდს აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. The post ბოდბეში, ექსკურსიაზე 12 წლის გოგონა დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.