საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, აღმზრდელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ ბავშვზე ძალადობის მხოლოდ ერთ ფაქტს. საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →