სიახლე

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მედიაცენტრი

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დავითგარეჯის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – შიო მესამე პარაკლისს აღავლენს. მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში. The post მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი