სიახლე

31 მაისს სვანეთში ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება

MegaTV

31 მაისს, დილის 11:00 საათზე, ქვემო სვანეთში — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება. დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს. სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, […]

პირველწყარო →
31 მაისს, დილის 11:00 საათზე, ქვემო სვანეთში — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება.
დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს.
სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, თვითნასწავლი მხატვრებისა და ხელსაქმის ოსტატების ნამუშევრები.
სკალდის მთაზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები — დოღი და ჯილდაობა. გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ფაყობა–სკალდობა ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაულია. სკალდის მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, ყოველწლიურად მასპინძლობს მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

მსგავსი