სიახლე

“პაპუნა ღმუოდა თურმე ამ წამების დროს… მასთან ერთად სცემეს ჩემი შვილი” – პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მეგობრები და ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეზე

GuriaNews

გუ­შინ გორ­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ­მა სას­ტიკ­მა და­ნა­შა­ულ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას და მათ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, წუ­ხელ გად­მო­იყ­ვა­ნეს გო­რი­დან თბი­ლის­ში, ვი­ვა­მე­დის კლი­ნი­კა­ში, სას­ტი­კად ნა­ცე­მი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი. მისი ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ბიჭს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, ასე­ვე ნეკ­ნე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი. სა­ხე­ზე და მთელ სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი სი­ლურ­ჯე და და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი […] The post “პაპუნა ღმუოდა თურმე ამ წამების დროს… მასთან ერთად სცემეს ჩემი შვილი” – პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მეგობრები და ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გუ­შინ გორ­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ­მა სას­ტიკ­მა და­ნა­შა­ულ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას და მათ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, წუ­ხელ გად­მო­იყ­ვა­ნეს გო­რი­დან თბი­ლის­ში, ვი­ვა­მე­დის კლი­ნი­კა­ში, სას­ტი­კად ნა­ცე­მი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი. მისი ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ბიჭს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, ასე­ვე ნეკ­ნე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი. სა­ხე­ზე და მთელ სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი სი­ლურ­ჯე და და­ზი­ა­ნე­ბა აქვს.

  • პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­გორც ირ­კვე­ვა, გუ­შინ სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და და მე­გო­ბარს, ლაშა აბი­სო­ნაშ­ვილს სამ­სა­ხურ­ში, ავე­ჯის სა­ამ­ქრო­ში მი­ა­კი­თხა.

სწო­რედ იქ მოხ­და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. პა­პუ­ნას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს მან­ქა­ნა გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, რად­გან მისი მან­ქა­ნა ჰქონ­დათ ჩა­კე­ტი­ლი და მან­ქა­ნის გაყ­ვა­ნას ვერ ახერ­ხებ­და, სწო­რედ ამის გამო და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, ასე­თი სი­სას­ტი­კე­ში გა­და­ი­ზარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ იმ მო­მენ­ტში აღ­მოჩ­ნდა იქ თურ­მე ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც შეძ­ლო ამ უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტე­ბის გა­და­ღე­ბა და ასე ემ­ხი­ლე­ბი­ნა მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ არა ეს ვი­დეო კად­რე­ბი, აქეთ შე­უ­თი­თხნიდ­ნენ ბრალს სას­ტი­კად ნა­ცემ ახალ­გაზ­რდას.

მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია პა­პუ­ნას მე­გობ­რის, ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლის დედა. მის შვი­ლიც სცე­მეს გუ­შინ პა­პუ­ნას­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა.

ნინო ელი­კაშ­ვი­ლი:

– უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აგოს პა­სუ­ხი ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვემ. ჩემი შვი­ლი ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლი და პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რო­ბენ და სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან. პა­პუ­ნა მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში, ჩვენ, ოჯახს გვაქვს ავე­ჯის ბიზ­ნე­სი და ჩემი შვი­ლი იყო სამ­სა­ხურ­ში და აკე­თებ­და ავე­ჯის რეს­ტავ­რა­ცი­ას. პა­პუ­ნა აკი­თხავ­და ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში ლა­შას. შეს­ვე­ნე­ბა­ზეც გა­და­დის და ხან სა­ღა­მო­საც ერ­თად არი­ან. უწე­სი­ე­რე­სი ბი­ჭე­ბი არი­ან. პა­პუ­ნა ისე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, ისე­თი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, ისე­თი ღირ­სე­უ­ლი, რომ იქი­თაც მოკ­რძა­ლე­ბით რომ ელა­პა­რა­კე­ბი.

განაგრძეთ კითხვა

The post “პაპუნა ღმუოდა თურმე ამ წამების დროს… მასთან ერთად სცემეს ჩემი შვილი” – პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მეგობრები და ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი