სიახლე

„ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის“ – კაია კალასი

მედიაცენტრი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის. „თუ შევხედავთ რუსულ ჯარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა – ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში ისიც შედის, რომ ეს ჯარები აქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ. ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ – რუსების მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ მიწებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი,“ – განაცხადა კაია კალასმა. The post „ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის“ – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი