ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა. ელჩმა განაცხადა, რომ გაეროში ისრაელის წარმომადგენლობას არანაირი კონტაქტი არ ექნება გენერალური მდივნის ოფისთან მანამ, სანამ ორგანიზაციას გუტერეში ხელმძღვანელობს. გასული წლის განმავლობაში, გაეროში ისრაელის ელჩმა და ისრაელის დელეგაციამ გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია გამართეს და მიაწოდეს დოკუმენტები, მონაცემები, ისევე როგორც დეტალური პასუხი ყველა წაყენებულ ბრალდებაზე. მიუხედავად ამისა, გაეროს გენერალურმა მდივანმა პოლიტიკური გადაწყვეტილების წინ წაწევა არჩია და ისრაელი „ჰამასისა“… The post ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →