სიახლე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 158-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა

მედიაცენტრი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 158-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა. პრეზენტაციის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის ძირითად წესებს. ასევე, ისაუბრეს მიუსაფარ ცხოველებზე, მათთვის სპეციალური საყურე ნიშნის (საჭდის) მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში. მოსწავლეებმა კი სიხარულით გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შინაური ცხოველების ისტორიები. „მსგავსი შეხვედრების მიზანი ბავშვებში ცხოველებისადმი ჰუმანური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 158-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი