„ყველაფერი კონტროლზეა“ – ჯანდაცვის მინისტრი პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობაზე
„აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. “აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთ…
პირველწყარო →