სიახლე
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს
მედიაცენტრი
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პირზე, რომლის ცხედარიც მყვინთავებმა მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, მანამდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაწყებულია გამოძიება The post ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.