სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი – მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს

GuriaNews

ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს. „ეს […] The post ლევან ჟორჟოლიანი – მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ლევან ჟორჟოლიანმა.

The post ლევან ჟორჟოლიანი – მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი