მსხვერპლით დასრულებული ავარიის საქმეზე 14 წლის გოგო დააკავეს, რომელიც საჭესთან იჯდა
მსხვერპლით დასრულებული ავარია ქუთაისში – დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელიც საჭეს მართავდა. 3 ივნისს, ევდოშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები “კვირის პალიტრასთან” ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა, მანქანას კი 14 წლის გოგო მართავდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ არასრულწლოვანმა გოგომ დედამისის მანქანა სახლიდან დაუკითხავად წაიყვანა. 14 წლის მოზარდი დაკავებულია. „ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი… The post მსხვერპლით დასრულებული ავარიის საქმეზე 14 წლის გოგო დააკავეს, რომელიც საჭესთან იჯდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →