„ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა” – ლავროვი
,,ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ,,როდესაც აშშ დიალოგის მოწოდებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩემთვის ევროპა მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, ამ ელიტების ხელმძღვანელობის ქვეშ – მოჭრილი ნაჭერია დიდწილად. იქ ხმები გაისმის: ჩვენ მაინც ოდესღაც დავილაპარაკებთ, – მაგრამ ეს არასერიოზულია. მათ შესაძლებლობების უამრავი რაოდენობა ჰქონდათ და ყველა შესაძლებლობა ჩააგდეს”, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ტრამპის ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგა, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრები იმართებოდა, ლავროვი რუბიოს ერ-რიადში შეხვდა, ხოლო ტრამპი პუტინს – ალასკაში. The post „ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა” – ლავროვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →