„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პოლიციელის ცემისთვის ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს: დავით შარაშიძეს, დავით სიმონიშვილსა და ლუკა ჩხიკვაძეს თითო-თითო წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სამივე დაკავებულს პოლიციელზე ძალადობისთვის 0-დან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მოსამართლემ კი მათ შუალედური სასჯელი გამოუტანა.
ამ ეტაპზე ოფიციალურად უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ან მსჯავრდებულების დაცვის მხარე მოსამართლე ია ბარამიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
The post დავით შარაშიძეს, დავით სიმონიშვილსა და ლუკა ჩხიკვაძეს თითო-თითო წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ appeared first on გურია ნიუსი.