უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა. აღნიშნულის შესახებ საუბარია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე. ასევე, მკაცრად გაკონტროლდება უცხოელის ფიქციური სტუდენტობა. როგორც შსს-ში განმარტავენ, არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ… The post უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →