“თავისუფლება აფგან სადიგოვს”- ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ინფორმაციას “ერთი ხალხი – ერთი საქართველო” ავრცელებს.
“აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის პატიმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ჟურნალისტი შეგნებულად გადასცა იმ ქვეყანას, სადაც მას პოლიტიკური დევნა, უკანონო პატიმრობა და არაადამიანური მოპყრობა ელოდა.
დღეს, 9 ივნისს, 21:00 საათზე, პარლამენტთან, ვიკრიბებით აფგან სადიგოვის სოლიდარობის ნიშნად“,_ წერია განცხადებაში.
The post “თავისუფლება აფგან სადიგოვს”- პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბებიან appeared first on გურია ნიუსი.