,,ჩვენ პატივს არ ვცემთ არანაირ შეთანხმებას, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს” – ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა. „დღეს დილით ხანგრძლივი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, რომელმაც განმარტა თავისი მოტივები და დეტალურად გადმოსცა ლონდონში გამართული მოლაპარაკებების მსვლელობა. მე ვუთხარი, რომ პოლონეთის თვალსაზრისით, ჩვენ პატივს არ ვცემთ არანაირ შეთანხმებას, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს, ანუ ისინი ჩვენთვის სავალდებულო არ იქნება, ხოლო პოლონეთი აბსოლუტურად აუცილებელი რგოლია უკრაინისა და რეგიონის მომავალზე სერიოზული დისკუსიებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ტუსკმა განაცხადა, რომ ორშაბათს ასევე ესაუბრა იტალიის პრემიერ-მინისტრს,… The post ,,ჩვენ პატივს არ ვცემთ არანაირ შეთანხმებას, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს” – ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →