სიახლე

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს

Alia

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს. “მათ ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. ეს მოიცავს 4 […] The post რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს appeared first on .

პირველწყარო →

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

“მათ ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; 11 კრიპტოპლატფორმას ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“ | განუცხადეს Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა.

The post რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს appeared first on .


მსგავსი