სიახლე

კაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა — შემზარავი ტრაგედია სამეგრელოში

GuriaNews

​ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა, ბახუ შამუგიამ, მეზობელი ედიშერ შამუგია მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ​ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა. ​ადგილობრივების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბახუ შამუგია მოგვიანებით საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. ​მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […] The post კაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა — შემზარავი ტრაგედია სამეგრელოში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

​ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა, ბახუ შამუგიამ, მეზობელი ედიშერ შამუგია მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ​

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა.

​ადგილობრივების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბახუ შამუგია მოგვიანებით საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.

​მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის სხვა გარემოებებს სამართალდამცავები ადგენენ.

The post კაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა — შემზარავი ტრაგედია სამეგრელოში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი