სიახლე

გახდება თუ არა ავტომაგისტრალი ფასიანი _ გზების დეპარტამენტის განცხადება

GuriaNews

სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის შე­საძ­ლო ფა­სი­ან გზად გა­და­კე­თე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი. „გან­ვმარ­ტავთ, რომ ამ ეტაპ­ზე არც გა­ნი­ხი­ლე­ბა და არც მი­ღე­ბუ­ლია რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლის ან ქვეყ­ნის სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ფა­სი­ან რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ პრო­ექ­ტის დრო­უ­ლად და […] The post გახდება თუ არა ავტომაგისტრალი ფასიანი _ გზების დეპარტამენტის განცხადება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის შე­საძ­ლო ფა­სი­ან გზად გა­და­კე­თე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ამის შე­სა­ხებ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

„გან­ვმარ­ტავთ, რომ ამ ეტაპ­ზე არც გა­ნი­ხი­ლე­ბა და არც მი­ღე­ბუ­ლია რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლის ან ქვეყ­ნის სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ფა­სი­ან რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ პრო­ექ­ტის დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით, ისე ქვეყ­ნის საგ­ზაო ქსე­ლის მდგრა­დო­ბი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე არ უნდა იქ­ნას ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ფა­სი­ა­ნი გზე­ბის შე­მო­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

ამას­თან, მი­ვიჩ­ნევთ, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას ეხე­ბა, თუმ­ცა არას­წო­რია. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში გზე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და მარ­თვის სხვა­დას­ხვა მო­დე­ლი არ­სე­ბობს და მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი სა­ჭი­რო­ებს კომ­პლექ­სურ ანა­ლიზს, ფარ­თო პრო­ფე­სი­ულ გან­ხილ­ვა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბას.

  • ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბით სარ­გებ­ლო­ბა უფა­სოა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თის შექ­მნის გა­რე­შე.

მო­ვუ­წო­დებთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას, ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აც გა­და­ა­მოწ­მონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

The post გახდება თუ არა ავტომაგისტრალი ფასიანი _ გზების დეპარტამენტის განცხადება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი