მამაკაცმა დედა, მეუღლე და მისი მეგობარი დანით დაჭრა
იმერეთის პოლიციამ სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალბატონს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.” შსს-ს ცნობით, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართალდამცველებმა… The post მამაკაცმა დედა, მეუღლე და მისი მეგობარი დანით დაჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →