„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს ქანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს. ცვლილებები შეეხებათ შემდეგ ავტობუსებს: – N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით. 12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00… The post „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →