სიახლე

კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

მედიაცენტრი

,,სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია”, – განუცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირანის საგარეო მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას. მისი თქმით, რეგიონში სამხედრო მოქმედებების განახლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. „სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია. სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება მთელ რეგიონს უზარმაზარი ფასი დაუჯდება. ამ ომიდან გამოსვლის საუკეთესო გზა კვლავ დიპლომატიური პროცესია”, – აღნიშნა კალასმა. თავის მხრივ, არაღჩიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს დაგმო აშშ-ის მიერ განხორციელებული ქმედებები. The post კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი