სიახლე

უკრაინა რუსეთის დასაწვავად მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს

მედიაცენტრი

უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მოპოვებული დროებითი უპირატესობა განამტკიცოს. ინფორმაციას გამოცემა ,,POLITICO” უკრაინის თავდაცვის სექტორის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, რომ ის კიდევ უფრო დაიწვას, მაგრამ ამისთვის დაფინანსება გვჭირდება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან ანონიმურობის პირობით. უკრაინა 20 მილიარდი დოლარის შესახებ თხოვნას 18 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის ფორმატის შემდეგ შეხვედრაზე წარადგენს. ოფიციალური პირის განმარტებით, მიზნის მისაღწევად თითოეულ მოკავშირეს 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე სთხოვენ და ეს შეიძლება იყოს დახმარების ან სესხის სახით. The post უკრაინა რუსეთის დასაწვავად მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი