სიახლე
სროლა იყო ბათუმის ბულვარში – დაშავდა 2 ადამიანი
Batumelebi
ბათუმის ბულვარში, რესტორან „აკროპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამის საათებში მოხდა. გასროლის შედეგად მსუბუქად დაშავდა დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ერთი პირი. „ბათუმელები“ ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შესახებ შს სამინისტროში აზუსტებს. The post სროლა იყო ბათუმის ბულვარში – დაშავდა 2 ადამიანი appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.