ცესკოს ავტოპარკში კონტროლის ხარვეზები გამოვლინდა -აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკოს 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ფარგლებში ავტოპარკისა და სატრანსპორტო ხარჯების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ცესკოში სამორიგეო ავტომობილების კონკრეტულ თანამშრომლებზე გამოყოფა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, ავტომობილების გამოყენება და გამოყოფა კი, გარდა მივლინებების შემთხვევებისა, ძირითადად სატელეფონო მოთხოვნების საფუძველზე ხდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023-2024 წლებში ცესკოს ბალანსზე სულ 25 ავტომობილი ირიცხებოდა. აქედან 16 ავტომობილი განპიროვნებულად ემსახურებოდა თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და კომისიის წევრებს, ხოლო 9 ავტომობილი სამორიგეო რეჟიმში გამოიყენებოდა. აუდიტმა პრობლემები გამოავლინა საწვავის ხარჯვის ლიმიტების განსაზღვრის მიმართულებითაც. კერძოდ, ცესკომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტური დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრა… The post ცესკოს ავტოპარკში კონტროლის ხარვეზები გამოვლინდა -აუდიტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →