სიახლე
აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდეს
მედიაცენტრი
აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ირანული დრონების სამიზნე ჰორმუზის სრუტეში მცურავი კომერციული გემები იყო. „ირანმა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე დარტყმის მიზნით რამდენიმე დრონი გაუშვა. აშშ-ის სამხედრო ძალებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა მათგანი ჩამოაგდეს, რის გამოც სრუტეში გემების მოძრაობა შეუფერხებლად გრძელდება“, – წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე. მათივე თქმით, „საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი ტრანზიტისთვის ღია რჩება“. The post აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.