სიახლე

რუსეთში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მედიაცენტრი

უკრაინამ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ტულას ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმები ტულას ოლქში ნოვომოსკოვსკის ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“ განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის თქმით, დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის ტერიტორიას მოხვდა. ცნობისთვის, „აზოტი“ ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანიაა რუსეთში. მისი ძირითადი პროდუქციაა მინერალური სასუქები, ამიაკი, აზოტის მჟავა, მეთანოლი და სხვა ქიმიკატები. აზოტი, ასევე გამოიყენება ნედლეულის წარმოებისთვის, რომელიც მიეწოდება სამხედრო ქარხნებს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის. The post რუსეთში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი