სიახლე

პირველი გადაწყვეტილება შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე – შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს

Alia

პირველი გადაწყვეტილება შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს საჩივრის საფუძველზე – მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა. “სიტყვების მონიტორინგის” სამმართველო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავებოდა. საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა, სადაც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაწერა: „მანდაც დე**ის ტ***ი უნდა […] The post პირველი გადაწყვეტილება შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე – შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს appeared first on .

პირველწყარო →

პირველი გადაწყვეტილება შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს საჩივრის საფუძველზე – მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა.

“სიტყვების მონიტორინგის” სამმართველო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავებოდა.  საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს.

პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა, სადაც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაწერა:

„მანდაც დე**ის ტ***ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?”

მომჩივანი შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი იყო – სწორედ კეპაშვილმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმიც.

საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია.

საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173/16 მუხლის პირველი ნაწილით, რაც  პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. (ტვ პირველი)

The post პირველი გადაწყვეტილება შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე – შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს appeared first on .


მსგავსი