სიახლე

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

მედიაცენტრი

მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებს შორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა. ზვიად ხაჩიძე, ასევე, ევროპის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენად დასახელდა და სპეციალური პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. აღნიშნული ჩემპიონატი, წელს, მეხუთედ ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის 350 სპორტსმენი_ ახალგაზრდა და სინიორი, ვეტერანი და პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი ათლეტი მონაწილეობდა. საქართველოდან 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. ქართველმა ათლეტებმა, ევროპის ჩემპიონატი, 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით… The post ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი