სიახლე

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

მედიაცენტრი

სომხეთის მეორე პრეზიდენტს, საარჩევნო ბლოკი “სომხეთის” ლიდერ რობერტ ქოჩარიანს სამართალდამცავებმა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. აქამდე ქოჩარიანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი სომხეთს სამი დღით დატოვებდა. განცხადების მიხედვით, ვიზიტი პირადი ხასიათისაა, დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი და მისი “დატვირთული საარჩევნო გრაფიკის გამო” გადაიდო. “ჩვენ წინასწარ არასდროს გაგვივრცელებია ინფორმაცია პრეზიდენტის მრავალრიცხოვანი წინა ვიზიტების შესახებ მათი პირადი ხასიათის გამო, თუმცა, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ საზოგადოების დაცვას მთავრობის მიერ მოსალოდნელი ტყუილისგან,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. The post სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი