სიახლე

გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება – გრაფიკი

GuriaNews

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, 17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. “დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე (გორის გვირაბები) სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 […] The post გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება – გრაფიკი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, 17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.

“დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე (გორის გვირაბები) სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე.

 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისიდან 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ხოლო, თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 22 ივნისიდან 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

The post გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება – გრაფიკი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი