სიახლე

უკრაინული Су-4 ბომბდამშენი ჩამოვარდა, დაღუპულია ორივე პილოტი

მედიაცენტრი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ხმელნიცკის ოლქში უკრაინული Су-24 ბომბდამშენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტიც და ნავიგატორიც დაიღუპნენ. საჰაერო ძალების ცნობით, ავიაკატასტროფა 16 მაისს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა, როდესაც თვითმფრინავი მისიას ასრულებდა უკრაინის ცენტრალურ-დასავლეთ ხმელნიცკის ოლქში. პილოტი და ნავიგატორი იმყოფებოდნენ Су-24-ის ფრონტის ხაზის ბომბდამშენში, რომელიც მე-7 ტაქტიკური ავიაციის ბრიგადას ეკუთვნოდა. ხმელნიცკის ოლქში მდებარეობს სტაროკოსტიანტინივის საჰაერო ბაზა, სადაც მე-7 ტაქტიკური ავიაციის ბრიგადაა განლაგებული. ამჟამად მიმდინარეობს ავარიის მიზეზისა და გარემოებების გამოძიება. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები მუშაობენ. უახლესი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. The post უკრაინული Су-4 ბომბდამშენი ჩამოვარდა, დაღუპულია ორივე პილოტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი