სიახლე

რუსთავში სტუდენტური პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დასრულდა

რეგიონალური სიახლეები

რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ საკრებულოს იმიტირებული სხდომით დასრულდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები შესაბამისი პროცედურების დაცვით აირჩიეს. პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილი მიმართა და ქალაქის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენი აქტიურობის, ინტერესისა და ჩართულობის ხილვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დღეს, როდესაც...

პირველწყარო →

რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ საკრებულოს იმიტირებული სხდომით დასრულდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები შესაბამისი პროცედურების დაცვით აირჩიეს.

პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილი მიმართა და ქალაქის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენი აქტიურობის, ინტერესისა და ჩართულობის ხილვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

დღეს, როდესაც პროექტის მიმდინარეობას ვაჯამებთ, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანით ძალიან ბევრი აქტიური, ჭკვიანი და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ თავისი ქალაქი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე. ჩვენი მიზანიც ეს იყო – გქონოდათ ბევრი ინფორმაცია, ახლოდან გენახათ ქრონოლოგია როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და როგორ ვითარდება ქალაქი. რაც ყველაზე მთავარია გაგეგოთ, რომ თქვენი აზრი ამ პროცესში მნიშვნელოვანია” – განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას, დაესწრნენ საკრებულოსა და კომისიების სხდომებს და შეხვდნენ საკრებულოს წარმომადგენლებს.

პროექტს რუსთავის საკრებულო და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.


მსგავსი