სიახლე
,,უკრაინის შესახებ საუბრებში აშშ-ის პოზიციის ცვლილება შეიმჩნევა” – კანადის პრემიერ-მინისტრი
მედიაცენტრი
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, ბოლო 36 საათის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შვიდი თუ რვა საუბარი ჰქონდა და სხვადასხვა თემა, მათ შორის ირანის, ლიბანისა და უკრაინის საკითხები განიხილა. „უკრაინის შესახებ საუბრებში აშშ-ის პოზიციის ცვლილება შეიმჩნევა, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო რეალისტურია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ომის შესაძლო შედეგისა და რუსეთის მარცხის პერსპექტივის გათვალისწინებით“, – განაცხადა კარნიმ. კარნის თქმით, „რისკები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ტონის ცვლილება თამაშის წესების შემცვლელი ფაქტორია“. The post ,,უკრაინის შესახებ საუბრებში აშშ-ის პოზიციის ცვლილება შეიმჩნევა” – კანადის პრემიერ-მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.